воскресенье, 18 июля 2010 г.
დასახელება: თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ბოგვის ეკოლოგიური
მდგომარეობა.
მთავარი იდეა: მოუაროს ბუნებას და ზოგადად გარემოს, იცოდეს, როგორ დაიცვას გაარემო, როგორ არ დააზიანოს ის; ასევე მიუთითოს სხვებს, თუ როგორ დაიცვან ბუნება.
პროექტის ავტორი: ავგროზაშვილი ნუნუ, IV კლასის მასწავლებელი.
პროექტის მონაწილეები: IV კლასის მოსწავლეები /9-10წლის/, სკოლის დირექცია, სოფლის საკრებულო, სანეპით სადგური და სოფლის მოსახლეობა.
პროექტის აღწერა: სოფეოლის ტერიტორიაზე ბავშვები ხშირად აწყდებიან დაბინძურების შემდეგ წყაროებს: ჩანარეცხი წყლები, რომელიც უშუალოდ გზაზე მოედინება ,გაუმართავი და დაუხურავი საკანალიზაციო სისტემა , საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები რომლებიც მრავლად გვხვდება გზებზე.
მოწვეული სტუმრები: ზემოაღნიშნული ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული ერთეულის წევრები მოვიწვიეთ სკოლის დირექციის დახმარებით . მათ გაუწიეს პროპაგანდა ჯანსაღი ცხოვრების წესს. რომლისთვისაც აუცილებელია ჯანსაღი გარემო და ამის მისაღწევად პირველ რიგში გადასაწყვეტია სოფლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი, რომელიც ექვემდებარება გამოსწორებას. შესაბამისი ღონისძიებების გატარების შემთხვევაში მო ვაწყობთ სრათების გამოფენას რომელიც შეხეეხება ჩვენი სოფლის ეკოლიგიურ მდგომარეობას.
მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს სოფელი ბოგვის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას რაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული ამავე სკოლის მოსწავლეები და მათ ამ საქმეში დაეხმარება სოფლის საკრებულო.
სამიზნე ჯგუფი: სკოლა, მოზარდი თაობა და სოფლის მოსახლეობა.
განხორციელების ვადა: სამი კვირა.
საჭორო რესურსები: ავტომობილი, ურიკა, სათლები, ნიჩბები, წერაქვები, ბარები, ლომები.
სამუშაო ენა: ქართული.
მონაწილეები: სოფელი ბოგვის საკრებულო, სოფლის მოსახლეობა, საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები. აგრეთვე თეთრიწყაროს რაიონის სანეპით სადგური და სოფელი ბოგვის ადმინისტრაცია.
ელ.ფოსტა: jabaugulava@gmail.com
პროექტის ვებ/გვერდი:
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий